"პუტინს პასუხს ვაგებინებთ, რუსეთის აგრესიული ომი უნდა დასრულდეს" - დიდი შვიდეულის ლიდერები
"პუტინს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად პასუხს ვაგებინებთ, რუსეთის აგრესიული ომი უნდა დასრულდეს" -ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა 12 დეკემბერს გამართულ სამიტზე ისაუბრეს.
შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ „დიდი შვიდეული“ გამოხატავს მზადყოფნას, უკრაინას რუსული თავდასხმების შედეგად დაზიანებული და განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში დაეხმაროს.
მსოფლიო ლიდერების განცხადებით, რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულები და სხვა სისასტიკე დაუსჯელი ვერ დარჩება.