პრორუსი ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ,,რიყის დოქების" წილს ყიდის

13.12.22 15:20
პრორუსი ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ,,რიყის დოქების" წილს ყიდის

სანქცირებული რუსი ბიზნესმენის, ევტუშენკოვის, ბიზნესპარტნიორი, დავით ხიდაშელი ,,რიყის დოქების" 50%-იან წილს ყიდის, რომელიც მან 2022 წელს 10 მილიონ ლარად შეიძინა. ინფორმაცია სააგენტო bm.ge ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დღეს ბიზნესმენის კომპანიამ, GLOBAL VICTORY TRUST-მა, გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ხიდაშელი მზადაა, ობიექტის 50% გაყიდოს. საინვესტიციო შეთავაზებაში არაა დაკონკრეტებული, რამდენი მილიონი ლარი იქნება ,,რიყის დოქების" საწყისი ღირებულება.

შპს GLOBAL VICTORY TRUST (რეგისტრირებული 08/07/2016წ. ლუქსემბურგის ბიზნეს რეგისტრაციის მიერ, საიდენტიფიკაციო კოდი # B207335, იურიდიული მისამართი: 6757, ლუქსემბურგი, გრევენმახერი, მოზელეს ქუჩა # 3), რომლის საკუთრებაშია ელექტრონული აუქციონის (პირობებიანი) ფორმით შეძენილი უძრავი ქონება: „ქ. თბილისში, რიყის ტერიტორიაზე (ნაკვეთი № 65/061) არსებული 14 591.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული №1 შენობა-ნაგებობა, საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, აკეთებს შეთავაზებას, აღნიშნული ქონების 50 %-ს გასხვისებაზე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2022 წლის 24 მარტს გამართული №256 ელექტრონული აუქციონით დადგენილი პირობების შესაბამისად - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შეთავაზება ძალაშია მისი გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში,"- ნათქვამია სარეალიზაციო განაცხადში.