ოზურგეთში სამი წლის ბავშვი ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა

13.12.22 16:42
ოზურგეთში სამი წლის ბავშვი ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა

საზარელი ტრაგედია მოხდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრიალეთში.

როგორც "პირველებს" ადგილიდან აცნობს 3 წლის ბავშვი მეორე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა. 

"პირველების" ინფორმაციით, მცირეწლოვანი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. სხვა დეტალები უცნობია.