ქალზე ჯერ სექსუალურად იძალადეს, შემდეგ კადრები გადაიღეს და გაუვრცელეს - რა მოხდა ხულოში

13.12.22 20:14
ქალზე ჯერ სექსუალურად იძალადეს, შემდეგ კადრები გადაიღეს და გაუვრცელეს - რა მოხდა ხულოში

შანტაჟი და ტერორი პირადი ცხოვრების კადრებით. დაზარალებულია ქალი, რომელიც ორ მამაკაცს მის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. 

ირკვევა, რომ ქალზე ჯერ იძალადეს, კადრები  გადაიღეს, შემდეგ კი მოძალადეებიდან ერთ-ერთმა ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელა. მანამდე კი ახალგაზრდა ქალს ემუქრებოდნენ და ფულს სძალავდნენ. 

სწორედ ამ მუქარის შემდეგ მიმართა ქალმა პოლიციას.  

შემთხვევა ხულოს ერთ-ერთ სოფელში მოხდა. 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარზე  ორი პირი დააკავა. სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.   

სექსუალური კავშირის იძულება, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა  და გამოძალვა-ეს არის მუხლები, რომლებსაც გამოძიება დაკავებულ კაცებს ედავება.

დეტალები ნახეთ, გიორგი ხუხიას რეპორტაჟში.