531 ამპულა ფენტალინი ორ კვირაში - 20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმის გამაოგნებელი დეტალები

13.12.22 20:18
531 ამპულა ფენტალინი ორ კვირაში - 20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმის გამაოგნებელი დეტალები

531 ამპულა ფენტალინი ორ კვირაში. 20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმის გამაოგნებელი დეტალები. ის, რასაც ოჯახი დიდი ხნის მანძილზე ამტკიცებდა, სამედიცინო დოკუმენტებით დადასტურდა. 

ირკვევა, რომ ვახტანგ ჩარკვიანს, რომელიც  ერთი წლის წინ კოვიდს  რესპუბლიკურ საავადმყოფოში ებრძოდა, დიდი რაოდენობით ნარკოტიკულ პრეპარატებს უკეთდებდნენ. ნარკოლოგი თავის დასკვნაში წერს, რომ ამ პრეპარატების ზედოზირება სიკვდილს იწვევს. 

„რატომ მოკლეს ჩემი შვილი“ - ახლა ეს ერთადერთი კითხვა აქვს გარდაცვლილი ბიჭის მამას, რომელიც ამტკიცებს, რომ ვახტანგ ჩარკვიანს დამატებით არაერთი პრეპარატი მიეწოდებოდა ისე, რომ ისტორიაში საერთოდ არ ტარდებოდა. თავად სამედიცინო ისტორია კი გაყალბებულია.  

ახალგაზრდა ფეხბურთელის საქმეში ამ დროისთვის 10 ექიმის გვარი ფიგურირებს, თუმცა არც ერთი მათგანის  პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა და საავადმყოფოს ადმინისტრაცია მედიკოსების მიმართ მხოლოდ სირტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა.

დეტალები ნახეთ, გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.