მირიან კუკავას მკვლელობის საქმე პროკურატურას თავდაყირა მისმა მოწმემ დაუყენა

13.12.22 20:38
მირიან კუკავას მკვლელობის საქმე პროკურატურას თავდაყირა მისმა მოწმემ დაუყენა

მირიან კუკავას მკვლელობის საქმე პროკურატურას თავდაყირა მისმა მოწმემ დაუყენა.  

მარიამ ვაზაგაშვილი, რომელიც საბედისწერო დაბადების დღის ერთ-ერთი მონაწილეა,  გამომძიებლებისთვის მიცემულ თავდაპირველ ჩვენებას ცვლის და სხდომათა დარბაზში სულ სხვა რამეს hყვება. ვაზაგაშვილმა მოსამართლეს მის ტელეფონში არსებული ჩანაწერი წარუდგინა. 

ვიდეო მასალით  მოწმე  ამტკიცებს, რომ განსასჯელის სკამზე მჯდომი ხორავა არა დამნაშავე, არამედ დაზარალებულია. ჩვენების შეცვლა მოულოდნელი აღმოჩნდა პროკურორისთვის, რადგან ის  ბრალდების მოწმისგან პირიქით, განსასჯელების მხილებას ელოდა. პროცესს ესწრებოდა მოკლული 20 წლის ბიჭის დედაც, რომელიც "პირველებს" ეუბნება, რომ ილაპარაკებს, ოღონდ მხოლოდ სასამართლოს დასრულების შემდეგ.

დეტალები იხილეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.