უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

13.12.22 20:33
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.  ბახმუტთან შეტაკებების დროს არის ერთი დაჭრილიც. 

ინფორმაცია ამის შესახებ  შესახებ "პირველებს" უკრაინაში მებრძოლმა ერთ-ერთმა ქართველმა მებრძოლმა დაუდასტურა.

"ოჯახებმა არ იციან, ამიტომაც ვინაობას ჯერ ვერ ვასახელებთ" - უთხრეს "პირველებს" ქართველმა მებრძოლებმა. 

გარდაცვლილების და დაჭრილების შესახებ ინფორმაციის დაზუსტება ახლაც მიმდინარეობს.

ბახმუტი, რუსეთ - უკრაინის ომის ფრონტის ხაზზე ყველაზე ცხელი წერტილია. ამ ქალაქის აღებას რუსი ოკუპატების უკვე ერთი თვეა ცდილობენ, რის გამოც მძიმე ბრძოლები მიდის.