სისხლიანი დაპირისპირება ახმეტაში - პოლიციას დამნაშავის მფარველობაში ადანაშაულებენ

29.04.21 11:24
სისხლიანი დაპირისპირება ახმეტაში - პოლიციას დამნაშავის მფარველობაში ადანაშაულებენ

ახმეტაში სამართალდამცავებს ამ დრომდე არ დაუკავებიათ პირი, რომელმაც 40 წლამდე მამაკაცი, ირაკლი ქინქლაძე, დაჭრა. ქინქლაძე ამ დრომდე თელავის  კლინიკაში იმყოფება.

ფაქტზე პოლიციამ ზურაბ ცოკილაური დააკავა, თუმცა დაჭრილი ამბობს, რომ ის ადგილზე არ იმყოფებოდა და მის დაჭრაში ე. წ კრიმინალურ ავტორიტეტს, ბექა თიღილაურს, ადანაშაულებს, რომელიც ამ დრომდე დაკავებული არ არის. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბრალდებულს სამართალდამცავები მფარველობენ. თვითმხილველი ტვ პირველთან ყვება, რომ ბექა თიღილაურს სამართალდამცავებთან ახლო მეგობრობა აკავშირებს და ხელს ამიტომ აფარებენ.

პოლიციის ძმაკაცები არიან და ერთად ქეიფობენ 24 საათი" - ამბობს თვითმხილველი.