საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის 748 დოზა დაიკარგა
საქართველოში 15 მარტიდან 27 აპრილის ჩათვლით, სულ 748 დოზა COVID 19-ის ვაქცინა დაიკარგა - ინფორმაციას Cactus Media ავრცელებს.
ირკვევა, რომ დანაკარგი არის როგორც Pfizer-ის, ასევე AstraZeneca-ს ვაქცინების შემთხვევაში.
ერთ ფლაკონში 10 დოზა ვაქცინაა. თითოეული მათგანი გახსნიდან 6 საათში უნდა დაიხარჯოს.
ვაქცინების დანაკარგების გადანაწილება დედაქალაქსა და რეგიონებში ასეთია:
თბილისი -423
აჭარა - 66
გურია - 39
იმერეთი - 74
კახეთი - 22
მცხეთა-მთიანეთი - 46
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6
სამეგრელო და ზემო სვანეთი - 4
სამცხე-ჯავახეთი - 11
ქვემო ქართლი - 29
შიდა ქართლი - 28