ამოთხრილი საფლავები და გადასვენებული ნეშტები - ტერიტორია დატბორვის არეალში მოყვება

29.04.21 11:36
ამოთხრილი საფლავები და გადასვენებული ნეშტები - ტერიტორია დატბორვის არეალში მოყვება

ამოთხრილი საფლავები და გადასვენებული ნეშტები  - ნამოხვანის ხეობაში სოფელ ონჭეიშის სასაფლაო დატბორვის არეალში მოექცევა. ჰესის აშენების შემდეგ ტერიტორია წყლით დაიფარება. სწორედ ამიტომ ადგილობრივები წინაპრების სასაფლაოებს თხრიან და  ნეშტებს სხვაგან ასვენებენ. 

სოფელ ონჭეიშში ამბობენ, რომ ჰესის მშენებლობამდე აქ  30-მდე კომლი ცხოვრობდა, თუმცა დატბორვის შიშით სოფელი დატოვეს და  სხვაგან გადასახლდნენ. არსებული ინფორმაციით, ამ დროისათვის სოფელში 5 ოჯახი დარჩა.