არავის მოსვლია აზრად, ნარიყალა ავთენტური მასალით ამოეშენებინა - გარემოს დამცველები

29.04.21 12:06
არავის მოსვლია აზრად, ნარიყალა ავთენტური მასალით ამოეშენებინა - გარემოს დამცველები

არავის მოსვლია აზრად, ნარიყალა ავთენტური მასალით ამოეშენებინა - განაცხადა ,,თბილისის ჰამქრის" წევრმა, ცირა ელისაშვილმა. მისი ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციებმა თბილისის მერიას არაერთხელ მიმართეს, მაგრამ შედეგი არ ჩანს.

არავის აზრად არ მოსვლია, რომ ტურისტული ხედისა და თბილისის სავიზიტო ბარათის რეაბილიტაცია ავთენტური მასალით გაეკეთებინა. ასეთი  მასალა დღესაც იქ ყრია.  არაერთხელ მივმართეთ მერიას და გარემოს დაცვის სამინისტროს, მაგრამ შედეგი არ ჩანს - აცხადებს   ცირა ელისაშვილი

მე-16-ე, მე -17-ე  საუკუნის ძეგლის, ნარიყალას,  გალავანის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა, პროექტის ღირებულება 10 მილიონ ლარს შედგენდა, თუმცა ამ ეტაპზე მერიას თანხა არ გამოუყოფია და გალავნის რეაბილიტაცია თანამედროვე ცემენტის ბლოკით მოხდა.

აქ მოდიოდნენ ტურისტები, მაგრამ იმტვრეოდნენ, პროექტი 10 მილიონი ღირს, მაგრამ კაპიკი არ დახარჯულა, გამოცხადდეს ტენდერი და რაც ბლოკით არის ამოყვანილი, ის მაინც შევმოსოთ ავთენტური მასალით - აცხადებენ არქიტექტორები.

ტვ პირველმა თბილისის მერიას ნარიყალას გალავნის პროექტის შესახებ არაერთხელ მიმართა, მაგრამ პასუხი არ ჩანს.