კოვიდის საწინააღმდეგო აბების შექმნა ფინიშის ხაზზე გასვლას ნიშნავს - ზურაბ გურული

29.04.21 12:43
კოვიდის საწინააღმდეგო აბების შექმნა ფინიშის ხაზზე გასვლას ნიშნავს - ზურაბ გურული

მიჩიგანის უნივერსიტეტის ქართველი პროფესორი, ზურაბ გურული, კომპანია ,,ფაიზერის" ახალ წამოწყებას აფასებს. ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს, რომ კოვიდის საწინააღმდეგო ახალი აბის შექმნა ვირუსთან ბრძოლას მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

ყველაზე სასიამოვნო ცნობა  ,,ფაიზერის" განცხადებაა, რომ წლის ბოლოსთვის კომპანია გამოუშვებს წამალს, რომელიც კოვიდის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე მიღებისას მაქსიმალურად შეამცირებს ვირუსის გამრავლების უნარს და დაავადება ძალიან მსუბუქად წარიმართება.
     ეს წამალი ე.წ. პროტეაზების ინჰიბიტორებს მიეკუთვნება, იმავე კლასისაა, რომლებსაც "ც" ჰეპატიტის და შიდსის სამკურნალოდ იყენებენ და თრგუნავს იმ ფერმენტს, რომელიც ვირუსს სჭირდება ადამიანის უჯრედებში გასამრავლებლად.
      ეს უკვე მართლა ფინიშის ხაზზე გასვლას ნიშნავს...
       მანამ კი გავუფრთხილდეთ ერთმანეთს", - წერს ზურაბ გურული სოციალურ ქსელში.

 

 

 

კომპანია ,,ფაიზერი" ამერიკასა და ბელგიაში ახალი აბის გამოსაცდელ ექსპერიმენტს ატარებს. მისი დადებითად დასრულების შემთხვევაში მსოფლიო კორონავირუსის დასამარცხებელ ეფექტურ საშუალებას მიიღებს.