50-ეულში მოხვედრის შემდეგ ბასილაშვილს პროცენტი უნდა გადაეხადა - ბიზნესმენი ჩოგბურთელის წინააღმდეგ

29.04.21 13:14
50-ეულში მოხვედრის შემდეგ ბასილაშვილს პროცენტი უნდა გადაეხადა - ბიზნესმენი ჩოგბურთელის წინააღმდეგ

ნიკოლოზ ბასილაშვილს ბიზნესმენი ირაკლი კაჭარავა უჩივის. კაჭარავას ადვოკატები ამბობენ, რომ ბიზნესმენსა და ქართველ ჩიგბურთელს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლსი მიხედვითაც ბასილაშვილს მიღებული ჰონორარიდან პროცენტი კაჭარავასთვის უნდა გადაეხადა. კაჭარავას ადვოკატი, მარიკა არევაძე ამბობს, რომ   2017 წლიდან, მას შემდეგ რაც ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს საუკეთესო 50-ეულში მოხდვა, მან ხელშეკრულება დაარღვია და თანხა არ გადაიხადა. 

მან მოახდინა ფულის ინვესირება ბასილაშვილს და მას შორის იყო გაფორმებული ხელშეკრულება, რომელის ფარგლებშიც ნიკოლოზის დაფიანსებას უზრუნველყოფდა ირაკლი, სანაცვლოდ 50-ეულში მოხვედრის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან უნდა მომხდარიყო მისი საპრიზო და საჰონორარო თანხიდან პროცენტის გადახდა უკან ინვესტორისათვის, 2017 წლიდან დადგა მომენტი  როცა მას უნდა შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება, თუმცა მან არ შეასრულა შესაბამისად იძულებული აგხდა ირაკლი კაჭარავა, რომ მისი ინტერესების დასაცავად მიემართა სასამართლოსთვის", - ამბობს ადვოკატი მარიკა არევაძე. 

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე კომენტარს ოჯახი არ აკეთებს. შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილისი წინააღმდეგ  სასამართლოში სხვა დავაც მიმდინარეობს. ჩოგბურთელს ყოფილი მეუღლე უჩივის და მას ძალადობაში ადანაშაულებს.