12 კაციანი ჯგუფი ყოფილ მხედრიონელთან სავარაუდოდ, ლიკვიდაციის მიზნით მივიდა - რა მოხდა ვაკეში

29.04.21 13:07
12 კაციანი ჯგუფი ყოფილ მხედრიონელთან სავარაუდოდ, ლიკვიდაციის მიზნით მივიდა - რა მოხდა ვაკეში

თავდასხმა "მხედრიონის" დაჯგუფების ყოფილ ხელმძღვანელზე - თემურ თემურ ხაჩიშვილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ 12 კაციანი ჯგუფი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრთან  ლიკვიდაციის მიზნით მივიდა. 

ხაჩიშვილის ცოლი თავდასხმის მცდელობის მოტივზე ვერ საუბრობს, თუმცა "ტვ პირველთან" აღნიშნავს, რომ თავს დაუცველად გრძნობს. 

ჟვანია "პირველებთან" ამბობს, რომ მოკლული მხედრიონელის, ზაზა ვეფხვაძის, ოჯახთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. 

ტვ პირველის გადამღები ჯგუფი ვეფხვაძეებთანაც იმყოფებოდა, თუმცა თემურ ხაჩიშვილის ბრალდებას, რომ თავდამსხმელებში მოკლული მხედრიონელის ვაჟი, ალექსანდრე ვეფხვაძე, ამოიცნო, ისინი  კატეგორიულად უარჰყოფენ. 

„მახინჯებო, დაიხურებით მალე! ვინ ჩემი ფეხებია თემურ ხაჩიშვილი“ - უთხრეს "ტვ პირველის" ჟურნალისტს ალექსანდრე ვეფხვაძის ოჯახში. 

მსგავსი სიახლეები