თავისუფლება 224-ე საკნის პოლიტიკურ პატიმარს - ნიკა მელიას მხარდასაჭერი აქცია რუსთავის ციხესთან
თავისუფლება 224-ე საკნის პოლიტიკურ პატიმარს ნიკა მელიას! – „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მხარდამჭერები და პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ. „მელიები“, როგორც ისინი საკუთარ თავს უწოდებენ, ადგილზე აქცია-პერფორმანსს მართავენ და ამ ფორმით ნიკა მელიას სოლიდარობას უცხადებენ.
ჩვენ აქ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული გუნდი მოვედით იმისთვის, რომ გავამხნევოთ და მხარდამჭერა გამოვუცხადოთ ნიკა მელიას. გვჯერა, რომ ის ბრძოლა, რომელიც ნიკამ დაიწყო, აუცილებლად მივა ლოგიკურ დასასრულამდე, -აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
„მელიების“ თქმით, აქცია-პერფომანსები პერმანენტულად გაიმართება.