რახან სანაიას ბავშვმა ტირილი დაიწყო, ამიტომ ცხოვრება დავუნგრიოთ ადამიანებს? - "უცნობი"

29.04.21 13:29
რახან სანაიას ბავშვმა ტირილი დაიწყო, ამიტომ ცხოვრება დავუნგრიოთ ადამიანებს? - "უცნობი"

გი გაჩეჩილაძე ჟურნლაისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულ 3 პირს თავდებში უდგება. ამ წუთებში ის თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება, მათ შორის არის "ოცნების" ყოფილი წევრი, ვატო შაქარიშვილი. გაჩეჩილაძის  თქმით, 2 500-მდე ხელმოწერა მიიტანა, რათა თავდასხმაში ბრალდებულებს თავდებში ჩაუდგნენ და ისინი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ პატიმრობიდან.

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, დააბრალოს მეორეს ყველაფერი და საბოლოო ჯამში, ეს ტელევზიიებმა ისე გააფორმონ, რომ დაუნგრიონ ადამიანებს ცხოვრება. ამას არ ვემხრობი, სანამ ადამიანებს სასამართლოს გზით თავისი სახელი დაერქმევათ, მანამდე  ნუ ხმარობთ სიტყვას ,,მოძალადე", ამ ადამიანებს ჰყავთ შვილები და არ შეიძლება, ბავშვებმა გაიგონ, რომ მამამისი არის მოძალადე, თუ ის არ არის მოძალადე. ძალიან ვწუხვარ, თუ ბავშვმა დაიწყო ტირილი, რახან ბავშვმა ტირილი დაიწყო, ამიტომ ცხოვრება უნდა დავუნგრიოთ ადამიანებს? - ამბობს "უცნობი". 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ვახო სანაიზე მომხდარ თავდასხმაზე საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. ფაქტზე დაკავებულია 3 პირი. 

ვახო სანაიას 25 თებერვალს გვიან ღამით მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით დაესხნენ თავს. ფაქტზე დაკავებულია სამი ბრალდებული - სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური.

მსგავსი სიახლეები