ირღვევა ჩვენი უფლებები, არ გვაქვს შესაბამისი ანაზღაურება - ბათუმის პორტის თანამშრომლები

29.04.21 13:35
ირღვევა ჩვენი უფლებები, არ გვაქვს შესაბამისი ანაზღაურება - ბათუმის პორტის თანამშრომლები

ბათუმის პორტის საკონტეინერო ტერმინალის თანამშრომლებმა შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით დღეს გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. მათი თქმით,  ირღვევა შრომითი უფლებები, არ აქვთ შესაბამისი ანაზღაურება და ვერ სარგებლობენ კუთვნილი შვებულებით. 
ტერმინალში დასაქმებულები ამბობენ, რომ ხშირად უწევთ ზეგანაკვეთურად მუშაობა, თუმცა დამსაქმებელი ამას არ ანაზღაურებს, ასევე არ ხდება სამედიცინო ცნობის, ე.წ “ბიულეტენის” ანაზღაურებაც.

ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალში 100 ადამიანია დასაქმებული.  ამავე მოთხოვნით მათ რამდენიმე აქცია გასულ წელსაც გამართეს.

ბათუმის ტერმინალის ადმინისტრაციაში კომენტარს არ აკეთებენ.