ოზურგეთში კომენდანტის საათის დროს საფლავები გაძარცვეს

29.04.21 13:21
ოზურგეთში კომენდანტის საათის დროს საფლავები გაძარცვეს

ოზურგეთის  მუნიციპალიტეტში, სოფელ შეემოქმედში, კომენდატის საათის დროს საფლავები გაძარცვეს.
როგორც "პირველებს" ადგილობრივებმა უთხრეს, წაღებულია დურალუმინის მასალისგან დამზადებული ღობეებისა და კარის ფრაგმენტები.

მომხდარს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის 2-ე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მიცვალებულთა უპატივცემულობას და საფლავში ჩატანებული, ან საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით, ან შინაპატიმრობით, ვადით ერთიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
 

მსგავსი სიახლეები