სავალდებულო ჯარში გაწვევის 1 წლით გადავადება 10 000 ლარით განისაზღვრა
სავალდებულო ჯარში გაწვევის 1 წლით გადავადება 10 000 ლარით განისაზღვრა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცობით, პირს ჯარის გადავადების საშუალება მხოლოდ ერთხელ ექნება.
გადაიხედა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებლის ოდენობა და ერთი წლის განმავლობაში გადავადებისთვის 10 000 ლარით განისაზღვრა. გადავადების უფლების გამოყენება პირს მხოლოდ ერთხელ შეეძლება. თანხის საშუალებით გადავადება ყველას არ შეეხება. მაგალითად, შესაძლოა, იყოს ადამიანი, ვისაც მიზეზი არ გააჩნია, თუმცა არ მოხვდეს სავალდებულო ჯარის გასაწვევთა სიაში. 10 000 ლარის სანაცვლოდ ერთი წლის გადავადების შემდეგ, ისევ მოხდება პირის გაწვევა, - აცხადებს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.