სასამართლომ ვახო სანაიას თავდასხმაში ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა

29.04.21 14:03
სასამართლომ ვახო სანაიას თავდასხმაში ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული 3 პირი, სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლემ მომღერალ ,,უცნობისა" და თბილისის საკრებულოს წევრის, ვატო შაქარიშვილის, თავდებობა არ გაითვალისწინა, რომლებიც დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ. 

პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა.