უპატრონოდ და უფუნქციოდ დატოვებული ქალაქი - ქუთაისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა

18.12.22 12:24
უპატრონოდ და უფუნქციოდ დატოვებული ქალაქი - ქუთაისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა

შეჩერებული პროექტები და პარალიზებული ქალაქი - ქუთაისში აქცია გაიმართა. მოსახლეობამ პარლამენტის წინ პერფორმანსი გამართა.

პროტესტის მონაწილეები აბობენ, რომ "ქართული ოცნების" მმართველობის დროს ყველაზე მეტად ქუთაისი დაზარალდა, რადგან ივანიშვილის პარტიამ მას საპარლამენტო ქალაქის სტატუსი ჩამოართვა, ამ ფაქტმა კი ქალაქის განვითარება შეაჩერა. მათი თქმით, დაუსრულებელია ისეთი პროექტებიც, რომლის განხორციელების პირობაც "ქართულმაოოცნებამ" დადო.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რმ ქუთაისი უფუნქციოდ და უყურადღებოდ არის დატოვებული. 

დღევანდელ დღეს 4 წლის წინ ზუსტად დატოვა პარლამენტმა ქუთაისი  და ის ქუთაისში აღარ ფუნქციონირებს, რამაც ჩვენი მოსაზრებით ძალიან ბევრი ის ბენეფიტი დააკლო ჩვენს ქალაქს, რომელსაც შეეძლო ქუთაისში პარლამენტის ფუნქციონირებას მოეტანა. ვფიქრობთ, რომ მომავალი ამ ქვეყნის არის დეკონცენტრაციაში და დეცენტრალიზაციაში, ამბობს აქციის მონაწილე.