ამ ქვეყანაში ხალხს სანაია, გროგოლია, გვარამია ასამართლებს, ჟურნალისტების ტყვეობაში ვართ - ,,უცნობი"
სამწუხაროდ, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც სანაია, გროლია, გვარამია ასამართლებს ხალხს და ჟურნალისტების ტყვეობაში ვართ - ასე შეაფასა მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, პატიმრობაში დატოვონ ,,ფორმულა"-ს ჟურნალისტზე თავდასხმაში ბრალდებულები.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდების მხარის შუამდგომლობა, რომ ბრალდებულებს დანაშაულის განმეორებისა და მტკიცებულებების განადგურების შანსი ჰქონდათ და ამიტომაც სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები: სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური, პატიმრობაში დატოვა.
,,უცნობმა" დღეს სასამართლოს თავდასხმაში ბრალდებულების თავდებში გამოშვების მოთხოვნით მიმართა და საამისოდ 2500 ხელწერილიც მიიტანა.