საზარელი დანაშაული ბარბარობის ღამეს - 33 წლის კაცი დედის თვალწინ მოკლეს
სასტიკი დანაშაული ბარბარობის ღამეს - 33 წლის გიორგი ჩალაძის მკვლელობის საქმეზე ხუთი ადამიანია დაკავებული.
26 წლის მამაკაცს განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებით, ოთხ ახალგაზრდას კი წვრილმანი ხულიგნობისთვის ბრალდებით გაასამართლებენ.
სისხლიანი დაპირისპირება ხონში მოხდა - დევნილების სამხედრო დასახლებაში მეზობლებს შორის დაწყებული კონფლიქტი ჯერ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, შემდეგ კი 26 წლის კაცმა გიორგი ჩალაძეს 2 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
კონფლიქტი დილით დაიწყო, მოქალაქე აივანზე წელს ზემოთ შიშვილეი გამოვიდა, რის გამოც მეზობელმ შენიშნვნა მისცა, თუმცა ინიცდენტი ამით ამოიწურა, კონფლიქტის მას შემდეგ გაგრძელდა, რაც ბარბარობის დღესასწაულთნ დაკავშირებით სუფრა გაიშალა, სადაც ბრალდბეულმა ალკოჰოლი მიიღი და დილანდელი წყენის გამო მეგობრებთან ერთად საქმის გასარჩევად მივიდა.
როგორც ირკვევა გარდაცვლილი დაპირპსირებული კაცების გაშველებას ცდილობდა, საბოლოოდ კი გიორგი ჩალაძეე შემოაკვდათ.