განმეორებითი ტექსინპექტირება ფასიანი ხდება - ავტომობილების მფლობელები ახალ წესს აპროტესტებენ
განმეორებითი ტექსინპექტირება ფასიანი ხდება. თუკი ავტომობილი ტექინსპექტირებას ვერ გაივლის, მეორე დათვალიერება მსუბუქი ავტომობილებისა და ტაქსებისთვის 20 ლარი ხდება, მიკროავტობუსების მძღოლებს კი 30 ლარის გადახდა მოუწევთ.
ცვლილებები ძალაში 1 თებერვლიდან შედის. მკაცრდება CO-ს კონტროლიც.
ავტომობილების მფლობელები ახალ წესებს აპროტესტებენ. მათი თქმით, გამართული და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი საჭიროა, მაგრამ ეს ჯარიმების და გაზრდილი გადასახადების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს.
უფრო მეტი ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში.