ბათუმში "ვოქსის" ცათამბჯენი იწვის (ვიდეო)

19.12.22 00:46
ბათუმში "ვოქსის" ცათამბჯენი იწვის (ვიდეო)

 ბათუმში "ვოქსის" ცათამბჯენი იწვის. ცეცხლი, აღმაშენებლისა და კობალაძის ქუჩების კვეთაზე, პირველ მბრუნავ რესტორანს გაუჩნდა.

ვიტრაჟის ცეცხლმოკიდებული ფრაგმენტები ქუჩაზე ცვივა.

შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებული არავინაა.  გათიშულია ელექტროენერგია, ტერიტორია კი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ქუჩა გადაკეტილია. ადგილზე მეხანძრების რამდენიმე ჯგუფი მუშაობს.