ამ ეტაპისთვის მსხვერპლი და დაშავებულები არ არიან - ბათუმის მერი

19.12.22 03:05
ამ ეტაპისთვის მსხვერპლი და დაშავებულები არ არიან - ბათუმის მერი

ბათუმში რესტორანი "ვოქსი" იწვის. ხანძრის ჩაქრობა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

ქალაქის მერის არჩილ ჩიქოვანის თქმით, ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, მსხვერპლი და დაშავებულები არ არიან.

"დროულად მოხდა ჩვენი თანამოქალაქეების, ადგილზე მცხოვრები მოქალაქეების ევაკუაცია. ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, მსხვერპლი და დაშავებულები არ გვყავს, საბედნიეროდ. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. დანარჩენ მონაცემებთან დაკავშირებით, როგორც ჩვენ, ასევე შსს ხვალ დილისთვის განვაახლებთ მონაცემებს, სრულყოფილად მოგაწვდით. დაწყებულია გამოძიება ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით", - განაცხადა ჩიქოვანმა.

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ე.წ. "ვოქსის" კოპრუსში ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა. პოლიციას ტერიტორია შემოსაზღვრული აქვს. შენობიდან განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია.