ბათუმის "ვოქსში" გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
რესტორან "ვოქსში" გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ვითარება კონტროლს ექვემდებარება და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არის.
უწყების ინფორმაციით, ადგილზე 10-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ბათუმში, აღმაშენებლისა და კობალაძის ქუჩაზე, მრავალსართულიანი საცხოვრებელ კორპუსის ბოლო სართულზე მდებარე რესტორანში ხანძარი დაახლოებით 2 საათის წინ გაჩნდა.