ვოქსში ხანძარი ლიკვიდირებულია
ბათუმში რესტორან ვოქსში ხანძარი ლიკვიდირებულია - ამის შესახებ განცხადება სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსმა, დავით სუხიშვილმა გააკეთა.
ირკვევა, რომ ხანძრის ქრობას ხელს უშლიდა ძლიერი ქარი, თუმცა სუხიშვილის თქმით, მოხერხდა, რომ ცეცხლი კორპუსის სხვა სართულებზე არსებულ საცხოვრებელ ბინებზე არ გავრცელებულიყო.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო 10 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.
ცნობილია, რესტორანშისარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და ობიექტი დაკეტილი იყო.