"ვოქსი" მთლიანად გამოიწვა, მეხანძრე- მაშველებმა ტექნიკის არარსებობის გამო ვერაფერი შეძლეს - ადგილობრივი

19.12.22 11:09
"ვოქსი" მთლიანად გამოიწვა, მეხანძრე- მაშველებმა ტექნიკის არარსებობის გამო ვერაფერი შეძლეს - ადგილობრივი

 ბათუმში "ვოქსის" ცათამბრჯენი ხანძარმა სრულად გაანადგურა. ადგილობრივების თქმით, მეხანძრე-მაშველებს შესაბამისი ტექნიკა არ ჰქონდათ. 

"ფიზიკურად ვერაფერი შეძლეს, იმიტომ რომ არ ჰქონდათ შესაბამისი ტექნიკა. საერთოდ ვერ მიაღწიეს ხანძღის კერამდე. შეიძლება ითქვას, რომ რესტორანი ვოქსი მთლიანად ჩაიწვა. რაც მოახერხეს მეხანძრე-მაშველებმა თავიანთი სიცოცხლის ფასად, იყო ის, რომ ახალი ხანძრის კერა არ გაჩენილიყო"- აცხადებს ადგილობრივი. 

ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე, მრავალსართულიანი საცხოვრებელ კორპუსის ბოლო სართულზე მდებარე რესტორანში ხანძარი გვიან ღამით, დაახლოებით  23:30 საათზე გაჩნდა. 

ადგილზე 10-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.