ჩემო ლევან, რასაც დაკავებულები შენზე იფიქრებენ, ერთი არ აგცდეს - მაქარაშვილი იოსელიანზე
სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი მოქალაქეების ერთ-ერთ ლიდერს, ლევან იოსელიანის მიერ პარლამენტში გაჟღერებულ ინიციატივას აკრიტიკებს და ელისაშვილის თანაპარტიელს სახელ;ისუფლებო თამაშში ღიად ადანაშაულებს:
ლევან იოსელიანმა წამოყო თავი პარლამენტის დარბაზში და 12 საათიანი წინასწარი დაკავება (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში), ჯერ 24 საათამდე გაიზარდოს და თუ მერე შსს/პროკურატურას მტკიცებულებებისთვის დაჭირდა მეტი დრო, კიდევ 24 საათით გახანგრძლივდესო.
ამით ,,ოცნების" 48 საათიან ინიციატივას შეეწინააღმდეგა ვითომ.
ჰო და , ჩემო ლევან, ყველა დაკავებისას, 12 საათს გადაცილებული ყოველი წუთის გასვლისას, რასაც დაკავებულები, მათი ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამებრძოლები შენზე იფიქრებენ, ერთი არ აგცდეს!
სამარცხვინო კაცი ყოფილხარ -წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.
საქმე ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს - კანონპროექტის თანახმად, წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის სანქციები იზრდება. ამასთან ცვლილება ეხება 12-საათიან პატიმრობასაც.
კანონპროექტის განხილვისას ,,მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა, წვრილმანი ხულიგნობისთვის დაწესებული პატიმრობის ვადის 24 საათამდე შემცირებას დაუჭირა მხარი. მმართვალი პარტია აღნიშნულ ვადის 48 საათით განსაზღვრას მოითხოვდა.