იტალიაში 23 წლის ქართველი დააკავეს

19.12.22 12:11
იტალიაში 23 წლის ქართველი დააკავეს

ნეაპოლში ქურდობის ბრალდებით, 23 წლის ქართველი დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით, მამაკაცმა ქალს მობილურო ტელეფონი წაართვა და გაიქცა. 

პოლიცია ახალგაზრდას დაეწია და დააკავა, ბრალდებულს ნაქურდალი ნივთი თან ჰქონდა. დაკავებული იტალიაში არალეგალურად იმყოფება.