მოვამზადოთ სამართლებრივი საფუძვლები იმისთვის, რომ რუსეთს ზიანის ანაზრაურება დაეკისროს - გიორგი ვაშაძე

19.12.22 12:40
მოვამზადოთ სამართლებრივი საფუძვლები იმისთვის, რომ რუსეთს ზიანის ანაზრაურება დაეკისროს - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ხელისუფლებას ჰააგას პროკურორის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დუმილის გამო აკრიტიკებს. ოპოზიციონერი ლიდერი ამის მიზეზად "ქართული ოცნების" იმ კამპანიას ასახელებს, რომლიც თანახმადაც ომი საქართელომ დაიწყი.

ამასთან, გიორგი ვაშაძემ არასამთავრობო თუ იურიდიულ კომპანიებს მოუწოდა, მოამზადონ სამართლებრივი საფუძველი რუსეთის ყველა აგრესიული ქმედების ზიანის ასანაზღაურებლად. 

პრემიერ-მინისტრი საერთოდ განცხადებასაც კი არ აკეთებს ამ საკითხთან დაკავშირებით. პრორუსული „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი, ირაკლი კობახიძე არაფერს ამბობს. რატომ? იმიტომ, რომ 10 წლის მანძილზე ეს ხალხი გვიმტკიცებდა, რომ ომი საქართველომ დაიწყო. 10 წლის მანძილზე ეს ადამიანები ჩვენ გვადანაშაულებდნენ 2008 წლის ომის საომარ მოქმედებებში, მაგრამ მნიშვნელოვანი არის, რა თქვა პროკურორმა - პირველი, რომ საქართველოს არანაირი ბრალი არ მიუძღვის, იოტისოდენა მტკიცებულებაც კი არ არის საქართველოს დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ და ბრალიც კი არ იქნება წარდგენილი ქართულ მხარესთან მიმართებით. მეორე, ფრაზები „მძინარე ცხინვალს დაესხა თავს საქართველო“ ან „სამშვიდობოების დაბომბვა დაიწყო ქართულმა მხარემ“, ყველაფერი ეს გაქარწყლდა. ცალსახადა და მკაფიოდ, დღეს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ბრალეულობა არის. ფუნდამენტურად შეიცვალა საერთაშორისო სამართლებრივი მდგომარეობა 2008 წლის ომთან დაკავშირებით. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული აქტივობა. მინდა მივმართო სხვადასხვა ტიპის იურიდიულ ორგანიზაციებს, არასამთავრობო თუ იურიდიულ კომპანიებს, მოდით, გავაერთიანოთ ძალისხმევა და იქ, სადაც „ქართული ოცნება“ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არ იცავს, ჩვენ მოვამზადოთ სამართლებრივი საფუძვლები იმისთვის, რომ მოხდეს ზიანის ანაზღაურება არა მხოლოდ 2008 წელს, არამედ 90-იანი წლებიდან მოყოლებული ყველა აგრესიული ქმედებების საფასურად რუსეთთან მიმართებით, - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჰააგის სასამართლომ  აგვისტოს ომის გამოძიება დაასრულა, რის შედეგადაც  საქართველოს მიერ ჩადენილი არანაირი დანაშაული არ დამტკიცდა. საერთაშორისო ტრიბუნალს არც ერთი ქართველისთვის ბრალი არ წაუყენებია. დამნაშავეებად ჰააგამ რუსები და პრორუსი  სეპარატისტები გამოაცხადა.