არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მსოფლიო ომია - პაპი ფრანცისკე
რომის პაპი მსოფლიოში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით საუბრობს და ამ კონტექსტში რუსეთ-უკრაინის ომზე იასუბრა.
“არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მსოფლიო ომია. მასში უკვე რამდენიმეს ხელი ურევია. მას გლობალური ხასიათი აქვს. ვფიქრობ, ომი მაშინ იწყება, როცა იმპერია სუსტდება და არსებობს იარაღის არსენალი, რომლის გამოყენება, გაყიდვა და გამოცდაც შესაძლებელია. მე მგონია, რომ ბევრის ინტერესი ურევია ამ ყველაფერში. რაც შემიძლია, ყველაფერს ვაკეთებ. თუმცა ისინი არ მისმენენ. ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, შემაშფოთებელია. ეს არის უზარმაზარი ბოროტება და მე ამას დაუღალავად დავგმობ” - თქვა ფრანცისკემ და ნებისმიერ მხარესთან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
“მე ხაზზე ვარ, ვიღებ ხალხს, ვეხმარები…” - თქვა მან.