არ დაუშვათ მესამე პრეზიდენტის წამებით სიკვდილი საპატიმროში - წერილი საფრანგეთის ხელისუფლებას

19.12.22 12:52
არ დაუშვათ მესამე პრეზიდენტის წამებით სიკვდილი საპატიმროში - წერილი საფრანგეთის ხელისუფლებას

"ნაციონალუირ მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი მუმლაძე  და მესამე პრეზიდენტის ძმა დავით სააკაშვილი  საფრანგეთს ხელისუფლებას საგანგებო წერილით მიმართავენ. საფრანგეთის პრეზიდენტისთვის განკუთვნილ წერილში საუბარი საქართველოს წინაშე საფრანგეთის დამსახურებებზეა გამახვილებული.

დავით სააკაშვილი და გიორგი მუმლაძე ემანუელ მაკრონს სთხოვენ, ამჯერადაც გამოიჩინოს გულისხმიერება და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საქართველოს პრორუსულ ხელისუფლებაზე ზეწოლა მოახდინოს.

დღეს,  მე და დავით სააკაშვილმა მივმართეთ საფრანგეთის ელჩს და გადავეცით ეს წერილი - 
მოგმართავთ ფრანგ ხალხს და რესპუბლიკის პრეზიდენტ ბატონ ემანუელ მაკრონს.
 ფრანგი ხალხის გენიალურმა ისტორიამ, უდიდესი როლი ითამაშა ცივილიზებული მსოფლიოს ფორმირებაში. თქვენი თავდაუზოგავი და მამაცი ბრძოლის შედეგია, თავისუფალი და პროგრესული მსოფლიო, რომლისკენაც ვისწრაფით ჩვენ ქართველი ხალხი.
საფრანგეთის დიდი რევოლუციის შედეგად მოპუვებული იდეალები, მთავარი გზამკვლევია ჩვენთვის, ევროატლანტკური ინტეგრაციის გზაზე. რომელშიც ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ თქვენგან, როგორც დასავლური ცივილიზაციის ფლაგმანისგან.
 ჩვენს სწრაფვას დასავლური ოჯახისკენ, ორას წელზე მეტია აფერხებს რუსეთის იმპერია, რომელმაც 1801 წლიდან მოახდინა საქართველოს ოკუპაცია და მას შემდეგ უწყვეტად დგას ჩვენს მიწაზე დამპყრობლის სტატუსით. ჩვენ ქართველი ხალხი არ ვეგუებით ოკუპაციას და ორას წელზე მეტია უწყვეტად ვიბრძვით თავისუფლებისთვის!
რუსეთის იმპერიასთან ბრძოლის კრიტიკულ მომენტებში, სწორედ თქვენმა თანადგომამ და მხარდაჭერამ გადაარჩინა ქართული სახელმწიფოს იდეა. პირველად ეს მომენტი იყო 1921 წელს, როდესაც 1918 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობა, რუსეთის წითელმა არმიამ სისხლით და მახვილით გაანადგურა, ჩვენს კანონიერ ხელისუფლებას კი ემიგრაციაში წასვლა მოუწია და სწორედ თქვენ შეიფარეთ ჩვენი დევნილი მთვრობა, მიეცით შესაძლებლობა, რომ დასახლებულიყვნენ ლევილში მტრისგან უსაფრთხო გარემოში. ამით კი საქართველო გადაურჩა სახელმწიფოებრიობის ფორმალურად გაუქმებას.
2008 წელს, საქართველოში რუსეთის მხრიდან სრულმაშტაბიანი ომის დროსაც, თქვენმა ჩარევამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ცეცხლის შეწყვეტაში და ქართული სახელმწიფოებრიობის გადარჩენაში. თქვენი ეს ღვაწლი, შეუაფასებელია ჩვენი ისტორიისთვის.
 ახლაც, ჩვენ ვდგავარ ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე, მოქმედი ხელისუფლება დაშორდა დასავლურ ღირებულებებს და ძალიან დაუახლოვდა დამპყრობელი რუსეთის ინტერესებს. რისი დადასტურებაცაა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ვერ მიღება. ამასთან სრული იგნორირება ხდება ევროკავშირის მიერ დაწესებული 12 რეკომენდაციის და დღემდე არც ერთი პუნქტი არ შეუსრულებია ქართული ოცნების ხელისუფლებას.
უმძიმეს პოლიტიკურ გარემოს ქმნის ის ფაქტი, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, 2008 წლის ომის მთავარსარდალი პატიმრობაშია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი უმძიმესია, ასევე არის ვარაუდი რომ ის მოწამლულია. სამედიცინო ექსპერტიზის თანახმად, მას 14-მდე დაავადება აქვს, რამდენიმე მათგანი კი შესაძლოა მომაკვდინებელი იყო მისი პატიმრობის გათვალისწინებით. ასევე არსებობს ფოტო და ვიდეო მტკიცებულებები, თუ როგორ არაადამიანურად ეპყრობიან პატიმარ მიხეილ სააკაშვილს. 
საქართველოს კანონმდებლობით, მსგავსი მძიმე დაავადებების მქონე პატიმარი ექვემდებარება სასჯელისგან გათავისუფლებას, თუმცა დღემდე ის რჩება ვივამედის კლინიკაში პატიმრის სტატუსით, სადაც ყოველდღიურად უარესდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. პატიმრობის პერიოდში მან 40 კილოგრამი დაკილო და პრაქტიკულად ვერ იღებს საკვებს სრულფასოვნად.
მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით საზღვარგარეთ ტრანსფერი, ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციიდან ერთ-ერთია, ასევე ევროსაბჭოს რეზოლუციით ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი აღიარებულია პუტინის პირად პატიმრად და მისი გათავისუფლებაა მოთხოვნილი, თუმცა ამის მიუხედავად, ოლიგარქი ივანიშვილი არ აპირებს პუტინის პირადი პატიმრის გათავისუფლებას, რაც პრაქტიკულად მიხეილ სააკაშვილისთვის სასკივდილო განაჩენს ნიშნავს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათალისწინებით. მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი, აუცილებლად მოიტანს საქართველოში შიდა არეულობას და უმწვავეს დაპირისპრებას, რაც საქართველოს ძალიან დიდი ხნით ჩაძირავს უპერსპექტივობის ჭაობში.
სიტუაციას უკიდურესად ამძიმეს ის ფაქტი, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები სრულად მიტაცებულია ჩვენი ქვეყნის არაფორმალური მმართველის ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის მიერ, შესაბამისად მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში კანონი აღარ მოქმედებს და სრულად ოლიგარქის პოლიტიკურ ინტერესების მსხვერპლია ქვეყნის მესამე პრეზიდენტი.
იმ ფონზე, რომ საქართველოს არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა, რომლის ოჯახსაც დიდ კავშირები და ბმა აქვს საფრანგეთის სახელმწიფოსთან, მნიშვნელოვანია, რომ მასზე განხორციელდეს სათანადო ზეწოლა სწორედ თქვენგან, რათა პირველ რიგში არ დავუშვათ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის წამებით სიკვდილი საპატიმროში, მეორეს მხრივ კი მოხდეს იძულება, თქვენს მიერ დაწესებული იმ 12 რეკომენდაციის შესრულების, რომელიც მთავარი წინაპირობაა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ  საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არის ფრანგი, მასაც აქვს ბერკეტები, რომ შიწყალოს მიხეილ სააკაშვილი და სხვა პოლიტპატიმრები, ეს ერთის მხრივ იქნება ჰუმანურობის დიდ გამოვლინება, მეორეს მხრივ კი ხელს შეუწყობს საქრთველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ამიტომ გთხოვთ, ამ ნაწილშიც გამოიჩინეთ სათანადო ყურადღება, რათა პოლიტიკური მანევრირებით შესაძლენბელი გახდეს, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პოზიტიური როლი ითამაშო საქართველოსთვის ამ კრიტიკულ მომენტში.
 მაშინ როდესაც საქართველოს არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტი ფრანგი, პარიზს განსაკუთრებული პასუხისმგებლობები ეკისრება საქართველოში მიმდინარე არადემოკრატიულ და არაჰუმანურ პროცესებთან დაკავშირებით.
ჩვენ გვწამს ფრანგული ჰუმანიზმის და თავისუფლების იდეალების, ამიტომ გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი, რადგან ეს თქვენი ერის ისტორიული მისია იყო ყოველთვის, -
წერენ გიორგი მუმლაძე და მიხეილ სააკაშვილის ძმა - დავით სააკაშვილი