ხმაური და დაპირისპირება მარნეულის მერიასთან - დაკავებულია გიორგი მუმლაძე

29.04.21 15:01
ხმაური  და დაპირისპირება მარნეულის მერიასთან  - დაკავებულია  გიორგი მუმლაძე

დაპირისპირება მარნეულის მერიასთან -  აქციაზე გიორგი მუმლაძე დააკავეს. ასევე დაკავებული არიან სხვა აქტივისტებიც. "მოძრაობა საქართველოს" წევრები, კახა კვეკვესკვირი და ნიკა ნარსია. 

გიორგი მუმლაძეს სამართლამდაცველებმა მარნეულის მერიაში ტანსაცმელი შემოახიეს. ძალა სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ პოლიციამ მას შემდეგ გამოიყენა, რაც მარნეულის მერიისგან განმარტებებს ითხოვდნენ.

 დილიდან მარნეულის მერიასთან  ხელჩართული ჩხუბი და დაპირისპირებაა. სამოქალაქო აქტივისტები გიორგი მუმლაძის ძმის სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას აპროტესტებენ.