კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი რუსთაველის თეატრში
რუსთაველის თეატრში ლეგენდარული მსახიობის, კახი კავსაძის, სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
რუსთაველის თეატრში სამოქალაქო პანაშვიდი ხუთშაბათსა და პარასკევს, 15:00 -დან 19:00 საათამდე, გაიმართება. კავსაძეს რუსთაველის ეროვნული თეატრიდან შაბათს, 1-ელ მაისს, 14:00 საათზე, გამოასვენებენ.
სახალხო არტისტს საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის, გვერდით დაკრძალავენ.
კახი კავსაძე 86 წლის ასაკში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.