სასამართლოში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების გავრცელების საქმის პროცესი მიმდინარეობს

29.04.21 16:57
სასამართლოში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების გავრცელების საქმის პროცესი მიმდინარეობს

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე ამ წუთებში საქალაქო სასამართლო მსჯელობს. საქმეში ბრალდებული არიან ის აქტივისტები, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ. გამოძიება ამ ადამიანებს ვიდეოჩანაწერის ნახვას ედავება, რის გამოც ნაწილი დააკავეს, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 

 ბრალდებულების ადვოკატი, გიორგი ფანცულაია, აღნიშნავს, რომ ეკა ბესელიას მისი დაცვის ქვეშ მყოფთა მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და მხოლოდ იმ პირის დასჯას ითხოვს, ვინც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ჩაიწერა და გაავრცელა. ადვოკატი იმედს იტოვებს, რომ ბრალდებულების ან განრიდება მოხდება, ან მათ საპროცესო გარიგებას გაუფორმებენ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიწყება მოწმეების დაკითხვა. ამის შემდეგ კი გადაწყვეტილებას მოსამართლე მიიღებს .

მსგავსი სიახლეები