მარნეულის მერიასთან 6 აქტივისტი დააკავეს

29.04.21 17:25
მარნეულის მერიასთან 6 აქტივისტი დააკავეს

მარნეულის მერიასთან 6 აქტივისტი დააკავეს. დაკავებული აქტივისტები მარნეულის პოლიციის შენობაში იმყოფებიან.  გიორგი მუმლაძე ბოლნისის  საქალაქო სასამართლოში გადაჰყავთ, სადაც ცოტა ხანში მისი პროცესი გაიმართება. შსს-ს ცნობით, ექვსივე პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ მუმლაძემ დაკავების დროს სხეულის დაზიანებები მიიღო. საქმეს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს. 

აქტივისტები იმ დროს დააკავეს, როცა ისინი მერიასთან მუმლაძის ძმის, სიმონ მუმლაძის, სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას აპროტესტებდნენ.