"სისხლის კვალი თავად წაშალა" - ქმრის მკვლელობის დაფარვის ბრალდებით დაკავებულ ქალს ბრალი წარუდგინეს
კასპში მომხდარი მკვლელობა - მოკლული ნოდარ ღუნაშვილის ცოლს ბრალი წარუდგინეს. ქეთი ჩხაიძეს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.
ჩხაიძეს საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდება წარუდგინა.
გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულ ზ.კ.-მ კასპში ჩხაიძის მეუღლე ნოდარ ღუნაშვილი მათი საცხოვრებელი სახლიდან ავტომანქანით ,,ქეჩერუხის“ დასახლებასთან არსებული სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე წაიყვანა, სადაც ყელის არეში დანით ჭრილობები მიაყენა.
დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ზ.კ. ქ.ჩ.-სთან სახლში დაბრუნდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ქ.ჩ.-მ შეიტყო ზ.კ. -ს მიერ მისი მეუღლის მკვლელობის შესახებ, თუმცა სამართალდამცველებს არ შეატყობინა. ამასთან, ქ.ჩ.-მ დანაშაულის დაფარვის მიზნით, ავტომანქანის სალონში სისხლის კვალი წაშალა.