პრემიერმა და ნუნუკა თამაზაშვილმა ელჩებს მიღება მოუწყვეს (ფოტორეპორტაჟი)
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მეუღლესთან ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საახალწლო მიღებაზე უმასპინძლა. საზეიმო მიღებაზე ასევე იმყოფებოდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. შეხვედრის ამსახველი ფოტოები მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.