პენიტენციურმა "სიმულაციის დასადგენად" მიხეილ სააკაშვილისთვის ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა

22.12.22 12:05
პენიტენციურმა "სიმულაციის დასადგენად" მიხეილ სააკაშვილისთვის ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა

პენიტენციური სამსახური "სიმულაციის დასადგენად" მიხეილ სააკაშვილისთვის ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს.

ნიკა აბრამიშვილმა თქვა, რომ ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო ვივამედში გადაღებულ კადრებზე, რომლებიც პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა.

 2022 წლის 12 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეო კადრები, რომელიც მოპოვებულია კლინიკა "ვივამედში" ელექტრონული მეთვალყურეობის შედეგად და რომელთა შესწავლის შემდგომ გაჩნდა რიგი კითხვები: ხომ არ ვლინდება მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილის ქმედებებში სიმულაციის ნიშნები... მართებულად მიგვაჩნია, რომ სასამართლოდ სამედიცინო ექსპერტიზამ ჩაატაროს ექსპერტიზა სამივე დაწესებულებამ, მათ შორის ლევან სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ. პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას: არის თუ არა მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი დაავადებული მძიმე ავადმყოფობით", - თქვა აბრამიშვილმა.

საბოლოოდ, პენიტენციურის მოთხოვნა,  არ დააკმაყოფილა.