სასტიკი მკვლელობა კასპში - მოკლულის ცოლი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

29.04.21 21:41
სასტიკი მკვლელობა კასპში - მოკლულის ცოლი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

კასპში მოკლული ნოდარ ღუნაშვილის ცოლი, ქეთევან ჩხაიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. პროკურატურამ ბრალი დღეს წარადგინა.გამოძიება 28 წლის ქალს ქმრის მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. 

გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულ ზ.კ.-მ  კასპში ჩხაიძის მეუღლე ნოდარ ღუნაშვილი მათი საცხოვრებელი სახლიდან  ავტომანქანით  ,,ქეჩერუხის“ დასახლებასთან არსებული სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე წაიყვანა, სადაც  ყელის არეში დანით ჭრილობები მიაყენა.