ხალხისთვის მიშას დანახვა შოკი იყო - გიული ალასანია
გიული ალასანიას თქმით, ხალხის რეაქცია იყო შოკური, როდესაც მათ მიხეილ სააკაშვილის ჩართვის დროს იხილეს.
მესამე პრეზიდენტის დედა ამბობს, რომ რეალურად, მიხეილ სააკაშვილი უფრო ცუდ მდგომარეობაშია, ვიდრე ეს კადრებში ჩანდა.
სასამართლოზე დეტალურად ახსნა ექსპერტმა, როგორ არის სააკაშვილი, ასევე მიზეზებზე ისაუბრა. ბევრი რამ ჩემთვის უცნობი და საინტერესო იყო. ხალხისთვის მიშას დანახვა შოკი იყო. მე კი ორჯერ ვნახულობ და ვიცი, როგორც გამოიყურება, მაგრამ ვინც პირველად ნახა, რა თქმა უნდა, გაუკვირდათ. რეალურად მისი მდგომარეობა უფრო მძიმეა“, - ამბობს გიული ალასანია