მკვლელობა დიდ დიღომში - 35 წლის კაცს თავს საკუთარ ბინაში დაესხნენ

22.12.22 20:32
მკვლელობა დიდ დიღომში - 35 წლის კაცს თავს საკუთარ ბინაში დაესხნენ

მკვლელობა თბილისში - დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე გიორგი წოწორია მოკლეს. 35 წლის კაცს თავდამსხმელმა მრავლობითი ჭრილობები საკუთარ ბინაში მიაყენა. ამის შემდეგ დაჭრილი სახლიდან გაიქცა, დიდი მანძილის გავლა ვერ შეძლო და სადარბაზოში გარდაიცვალა.

მეზობლების ინფორმაციით, სავრაუდო დამნაშვე პოლიციას თავად ჩაბარდა.

მოკლული მამაკაცი საქართველოში ცოტა ხნის წინ უცხო ქვეყნიდან დაბრუნდა, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდა. დანაშაულის ადგილზე ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია.

რა გახდა მკვლელობის მოტივი და რას ამბობენ შსს-ში ნახეთ  ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.