სროლა საოკუპაციო ხაზთან - პოლიციელმა მამა-შვილი დაჭრა

30.04.21 07:20
სროლა საოკუპაციო ხაზთან -  პოლიციელმა მამა-შვილი დაჭრა

ზუგდიდში სოფელ აბასთუმანთან, წუხელ გვიან ღამით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მამა-შვილი დაჭრეს. ტვ პირველის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა,  როცა მათ ოკუპირებული აფხაზეთიდან ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კონტრაბანდული, უაქციზო სიგარეტი გადმოჰქონდა. მოქალაქეები არ დაემორჩილნენ პოლიციელების  მოთხოვნას და შემთვევის ადგილიდან მიმალვას შეეცადნენ რა დროსაც პოლიციელმა გაისროლა.
დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთ დაჭრილს  სასწრაფო, გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.