კონტრაბანდა ოკუპირებული აფხაზეთიდან და დაჭრილი მამა-შვილი - საოკუპაციო ხაზთან პოლიცია მუშაობს
ამ წუთებში ფინანსური პოლიციაა მობილიზებული საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ. სამართალდამცავები იმ ტერიტორიას ათვალიერებენ, სადაც პოლიციამ მამა-შვილი დაჭრა.
ადგილზე უაქციზო, აფხაზური სიგარეეტებია მიმოფანტული, რომლის გადმოტანასას მამა-შვილი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გეგმავდა.
ზუგდიდში სოფელ აბასთუმანთან, წუხელ გვიან ღამით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მამა-შვილი დაჭრეს. ტვ პირველის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მათ ოკუპირებული აფხაზეთიდან ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კონტრაბანდული, უაქციზო სიგარეტი გადმოჰქონდათ.