შემდეგ აზრი აღარ ექნება არაფერს - სააკაშვილის ადვოკატი მოსამართლისგან პროცესების ყოველდღიურად ჩანიშვნას მოითხოვს

23.12.22 11:16
შემდეგ აზრი აღარ ექნება არაფერს - სააკაშვილის ადვოკატი მოსამართლისგან პროცესების ყოველდღიურად ჩანიშვნას მოითხოვს

მიხეილ სააკაშილის ადვოკატებმა განგაშის სიგნალი ჩართეს.

ერთი კვირით გადადებული პროცესის გამო, მესამე პრეზიდენტის ინტერესების დამცველები უკმაყოფილოები არიან. 

29 დეკემბერს დაანონსებულ სხდომაზე ადვოკატი მოსამართლე არევაძისგან  ზუსტი დღეეებისა და ზუსტი საათების დასახელებას მოითხოვს, რადგან შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელბის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, რაც გუშინ სასამართლო პროცესზეც კარგად გამოჩნდა.

ხაჭაპურიძე ამბობს, რომ შესაძლოა სასამართლომ მიიღოს მიხეილ სააკაშვილის სასარგებლო გადაწყვეტილებაც, მაგრამ ამას აზრი არ ექნება, თუ ეს გონივრულ ვადაში არ მოხდება.

შევეცდებით უფრო შემჭიდრებულ ვადებში მოხდეს ამ მოწმეების დაკითხვა და ძირითადი რაღაც მტკიცებულებები გამოიკვეთოს. ჩვენი პოზიციაა, რომ სასამართლო პროცესები დაინიშნოს ყოველდღიურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება სასამართლომ მიიღოს მიხეილ სააკაშვილის სასარგებლო გადაწყვეტილებაც, მაგრამ ამას აზრი არ ექნება, რადგან ხელში შეგვრჩეს ადამიანის სიცოცხლე ან ისეთი ჯანმრთელობა, რომ არარაფერს აზრი აღარ ჰქონდეს. დღის პირველ ნახევარში მექნება შეხვედრა და დანარაჩენზე დავილაპარაკებთ. გუშინდელ პროცესზე გვექნება საუაბრი. სასამართლოზე გუშინ მოვისმინეთ ამერიკელი ფსიქიატრის ჩვენება, რომელმაც განაცხადა, რომ სააკაშვილი დაავადებულია ისეთი დაავადებით, რომელიც გახლავთ მძმე დაავადება და რომელიც შედის ჯანდაცვის მინისტრის იმ ბრძანებულებატა დადგენილ დაავადებათა ნუხაში, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობიდან პირის გათავისუფლებას. ეს იყო მთავარი. პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით ვერაფერი სერიოზული არგუმენტი ევრ მოვისმინეთ“, - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.