"სააკაშვილი განსაცდელში მიატოვეს" - ამერიკელი მედიკოსების მიმართვა ჯო ბაიდენს

23.12.22 11:35
"სააკაშვილი განსაცდელში მიატოვეს" - ამერიკელი მედიკოსების მიმართვა ჯო ბაიდენს

მსოფლიოსთან ერთად განგაშის სიგნალი ამერიკამაც ჩართო. მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად ჯო ბაიდენს  შტატებში მოღვაწე  ქართველმა ექიმებმაც მიმართეს.  ათობით მედიკოსი ამერიკის პრეზიდენტს მოუწოდებს, მოითხოვოს საქართველოს მთავრობისგან საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ ამერიკაში გადაყვანა.

21 დეკემბრით დათარიღებული წერილით, მედიკოსები ბაიდენს აცნობებენ, რომ საფრთხეშიაა თავისუფლების ქანდაკების ჩირაღდნის ბედი, რომელიც სიმბოლურად საქართველოშიი 2003 წელს აინთო...

ამერიკის წამყვან ჰოსპიტლებში მომუშავე ექიმები, ბაიდენს ეუბნებიან, რომ სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობით  შეშფოთებულები არიან  და ფიქრობენ, რომ  მიხეილ სააკაშვილი დაუმსახურებელ მოპყრობას განიცდის, მიტოვებულია განსაცდელში და შესაძლებელია დაიღუპოს სწორი მკურნალობის გარეშე.