მკვლელობა დიდ დიღომში - პოლიციამ ერთი პირი დააკავა

23.12.22 11:49
მკვლელობა დიდ დიღომში - პოლიციამ ერთი პირი დააკავა

დიდ დიღომში მომდარი მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ იფნრომაცაის შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით,  1989 წელს დაბადებულმა დ.ა-ამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ნაცნობს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. 

პოლიციამ დიდ დიღომში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა . დაკავებულია ერთი პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული დ.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 დეკემბერს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ნაცნობს - 1991 წელს დაბადებულ გ.წ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიყენებული დაზიანებების შედეგად, გ.წ. ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული დ.ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.
დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
​გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.