დიღომში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორება - "პირველებმა" სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია

23.12.22 12:05
დიღომში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორება - "პირველებმა" სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია

დიღომში მომხდარი სასტიკი ანგარიშსწორების საქმეზე დაკავებული 33 წლის დავით ახვლედიანია.  
„პირველების“ ინფორმაციით, მან სამართალდამცველებთან დანაშაული მან აღიარა.

ირკვევა, რომ სასტიკ ანგარისწორებას არანაირი წინაპირობა არ ჰქონია, თუმცა ერთადერთი მოტივი, რასაც გარდაცვლილის მეზობლები და ახლობლები ასახელებენ არის წარსულში მეზობლებს შორის უთანხმოება.  

სავარაუდო დამნაშავემ  ემიგრაციიდან ახლადდაბრუნებულ მეზობელზე შური გუშინ იძია. ის პორტუგალიიდან ერთი თვის დაბრუნებული იყო. შემთხვევა სწორედ მის საცხოვრებელ სახლში მოხდა. გარდაცვლილს ყელი ჰქონდა გამოჭრილი.

მეზობლები ამბობენ, რომ გარდაცვლილი დახმარებას ითხოვდა, მან ფეხით ჩაიარა მერვე სართულიდან პირველამდე, თუმცა სასწრაფო დახმარების მოსვლამდე გარდაიცვალა.

„საზღვარგარეთ იყო, ჩამოსული თუ იყო არც ვიცოდი. ურთიერთშელაპარაკება იყოო, თავიდან რომ მოვედი და სისხლი დავინახე გუაში და საღებავი მეგონა. დაუკაკუნა კარზე და გაუღო მანო, მერე რა მოხდა არ ვიცი. ადრე ჰქონდათ კონფლიქტიო, ასე თქვეს“ - ამბობს მეზობელი.